"სიკეთის ჯადოსნური ხე" 13 ნოემბერი, სიკეთის საერთაშორისო დღე
13 ნოემბერი, სიკეთის საერთაშორისო დღეა!. ეკოკლუბის წევრების ინიციატივით დაწყებით საფეხურზე ამ დღისადმი ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარდა საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობა---"სიკეთის ჯადოსნური ხე", "სიკეთის კალათა", რომლის მიზანი იყო, ბავშვებს ვასწავლოთ კეთილი საქმეების კეთება თამაშით.
ეკოკლუბის წევრებმა ერთობლივად პატარებთან ერთად შექმნეს დიდი, ფერადი ხე, რომლის თითოეული ფოთოლიც ბავშვების მიერ მოფიქრებულ კეთილ საქმეს ასახავდა.
საკვანძო კითხვა: რა არის სიკეთე? როგორ შეგვიძლია გავახაროთ მეგობარი, მშობელი ან მასწავლებელი? იყო სხვადასხვა ვერსიები: სათამაშოს გაზიარება, ჩახუტება, მადლობის თქმა, დაცემული მეგობრის წამოყენება, შინაური ცხოველის მოფერება...."ხის გაცოცხლება"--- თითოეული ბავშვი ფოთოლზე, გულზე აწერს--- რა კეთილ საქმეს გააკეთებს და აწეპებს ფოთოლს ხის ტოტზე, სულ მალე ცარიელი ხე გადაიქცა ულამაზეს, აყვავებულ "სიკეთის ხედ".
ეს შემოქმედებითი აქტივობა კარგ შედეგს იძლევა---ვიზუალური შედეგი: ბავშვები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ პატარა კეთილი საქმეების გაერთიანებით რაღაც დიდი და ლამაზი იქმნება.
გრძელვადიანი ეფექტი: სიკეთის ხე რჩება თვალსაჩინო ადგილას, მომდევნო დღეებში, როცა რომელიმე მოსწავლე კეთილ საქმეს გააკეთებს, შეგვიძლია ხეს ახალი, ოქროსფერი ფოთოლი ან ყვავილი დავამატოთ.