გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲯᲔᲛᲐᲚ ᲥᲐᲗᲐᲛᲐᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲝᲑᲣᲚᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲪᲘᲮᲘᲡᲫᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

BRC ფრინველთა ბანაკი 2026 და იდეები ჩვენი ეკოკლუბისთვის

ქ. ბათუმის მტაცებელ ფრინველთა აღრიცხვის პირველი საფრინველო ბანაკი 2026 ჩატარდა აჭარის სკოლების მოსწავლეებისთვის. ამ ბანაკში მონაწილეობდა ჩვენი ეკოკლუბის წევრებიც. 3 დღიანი საგანმანათლებლო პროგრამა მიმდინარეობდა ბანაკის წევრებისთვის. ბანაკის მიზანი იყო: პროექტი ორგანიზაციის სასკოლო-საგანმანათლებლო მუსაობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მასწავლებლების დაახლოებას ფრინველთა მიგრაციის მონიტორინგსა და ბუნების კონსერვაციასთან.

ბანაკის აქტივობები იყო: საველე დაკვირვება სახალვაშოს სადგურზე---მოსწავლეები ბინოკლებითა და სპეციალური ოპტიკური ჭოგრიტებით აკვირდებოდნენ მტაცებელი ფრინველების მიგრაციას. სწავლობდნენ სახეობების გარჩევას ფორმისა და შებუმბვლის მიხედვით და თავად გამოსცადეს აღრიცხვის ხელის მრიცხველები --კლიკერები.

შემეცნებითი სესიები და კინოჩვენებები--- მონაწილეებმა მოისმინეს ექსპერტების ლექციები ფრინველების შესახებ და უყურეს დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიო კონსერვაციულ პრაქტიკასა და რეგიონში არსებულ ბრაკონიერობის საფრთხეებზე.

გუნდური თამაშები და კრეატიული დავალებები---ინტერაქტიული თამაშების მეშვეობით მოსწავლეებმა განივითარეს გუნდური მუსაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, ბოლოს კი ჯგუფირად მოამზადეს ბუნებისა და ფრინველების დაცვის ტემატიკის პოსტერები და გზავნილები.

შედეგები და იდეები ეკოკლუბისთვის---მონაწილეებს გადაეცა სერტიფიკატები, საუკეთესო იდეები მოიტანეს სკოლაში, ეკოკლუბში ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა, სადაც პრეზენტაციის სახით გააზირეს მიღებული გამოცდილება. გაუღვივეს დანარჩენ წევრებს, რომ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ბანაკებში.

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…