გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #14

ᲡᲡᲘᲞ ᲯᲔᲛᲐᲚ ᲥᲐᲗᲐᲛᲐᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲥᲝᲑᲣᲚᲔᲗᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲪᲘᲮᲘᲡᲫᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

წყალქვეშა რესურსები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

10 ნოემბერი, მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის

მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის ეკოკლუბისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. რომ მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკულ კვლევასა და გარემოსდაცვით ქმედებებს დაუკავშირონ. ამ დღესთან დაკავშირებით ეკოკლუბის აქტივისტებისათვის დავგეგმეთ ვიზიტი ქ.ბათუმის ციფრულ სივრცეში. ეკოკლუბის წევრებისთვის ეს სივრცე განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი თემატური ჩვენებებით, როგორიცაა "დედამიწის დაბადება" და "წყალქვეშა სამყარო". რომლებიც ბუნებრივ პროცესებსა და ეკოსისტემებს მასშტაბურ ვიზუალურ გარემოში აცოცხლებს. ( მიზანი 4. ხარისხიანი განათლება).

ვიზიტის ძირითადი შედეგები ეკოკლუბელებისთვის: ბუნებრივი პროცესების ვიზუალური გააზრება---მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ დედამიწის განვითარების ეტაპებს, ოკეანისა და ზღვის ეკოსისტემების მრავალფეროვნებასა და ადამიანის ზემოქმედების მასშტაბს გარემოზე. ( მიზანი 14. წყალქვესა რესურსები).

ემოციური ჩართულობა და მოტივაცია--- დიდი მასშტაბის ციფრული პროექციები და ხმოვანი სცენარი ზრდის ცნობისმოყვარეობას და ეხმარება მოსწავლეებს, გარემოს დაცვა აღიქვან არა მხოლოდ როგორც წესების დაცვად, არამედ როგორც ცოცხალი ბუნების შენარჩუნებად.

კავშირი ტექნოლოგიებსა და ეკოლოგიას შორის---მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ შეიძლება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და ვიზუალური მედია გამოიყენონ ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო კამპანიისთვის.

საკლუბო აქტივობებისთვის ახალი იდეები დაიბადა--- ვიზიტის შემდეგ მარტივია შევქმნათ კვლევითი და შემოქმედებითი დავალებები: პოსტერები, მოკლე ვიდეორგოლები ან პრეზენტაციები შავი ზღვისა და წყალქვესა სამყაროს დაცვაზე, ასევე "დედამიწის ისტორიის" თემაზე. (მიზანი 15. დედამიწის ეკოსისტემები).

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…