მსოფლიო დასუფთავების დღე!
მსოფლიო დასუფთავების დღე ეკოკლუბისთვის ყოველთვიური აქტივობა და საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ უბრალო სანიტარული აქცია გარემოსდაცვით კვლევად, სოციალურ კამპანიად და გუნდურ თავგადასავლად ვაქციოთ. ეს აქცია არის გლობალური ეკოლოგიური კამპანია, რომელსაც ყოველწლიურად უერთდება ჩვენი სკოლის ეკოკლუბი.
დასუფთავება+ ნარჩენების აუდიტი---ეკოკლუბელების ინიციატივით ასუფთავებენ სანაპირო ზოლს, პარკს, ტყის პირს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, ნარჩენებს ერთ ტომარაში არ ყრიან, ისინი ახარისხებენ მასალის მიხედვით-- პლასტმასი, მინა, ლითონი, ქაღალდი, ერთჯერადი ნივთები, და ითვლიან რაოდენობას. (მიზანი 11. ქალაქების და დასახლებების მდგრადი განვითარება);
ეტაპობრივად დრძელდება სოციალური კამპანია: "გააგრძელე სისუფთავე". დასუფთავებულ ტერიტორიებზე ეკოკლუბელები ტოვებენ ხელნაკეთ მეორეული მასალისგან დამზადებულ საინფორმაციო აბრებს წარწერებით: "აქ იშრომეს ეკოკლუბელებმა--შეინარჩუნე სისუფთავე!" შედეგი: პასუხიმგებლობის გაზიარება ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებთან. (მიზანი 12. გონივრული მოხმარება და წარმოება).
გვჯერა, რომ სუფთა გარემო თითოეული ჩვენგანის პასუხიმგებლობით იწყება, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ბუნებაზე!