გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲟᲘᲣᲚᲘ ᲨᲐᲠᲢᲐᲕᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲔᲜᲐᲙᲘᲡ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მსოფლიო მდინარეების დღე

    8 ოქტომბერს შედგა ეკოკლუბ ,,ცისკარის“ მორიგი შეხვედრა , რომელიც მიეძღვნა მსოფლიო მდინარეების დღეს.
    მდინარეები სასმელი წყლის , სარწყავი წყლისა და მრავალი ცოცხალი ორგანიზმების  საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი წყაროა.
    მდინარეების დაბინძურება საფრთხეს უქმნის თევზებს, ფრინველებსა და ადამიანებს.
    მდინარეების დასაცავად აუცილებელია : არ ჩავყაროთ ნარჩენები, წყლის გონივრული გამოყენება და სანაპირო მცენარეების შენარჩუნება.
    ,,მდინარე სიცოცხლეა- შევინარჩუნოთ ყოველი წვეთი“.
    ,, დავიცვათ მდინარეები- შევინარჩუნოთ სიცოცხლე“.
    ამ დღის მიზანია მდინარეების მნიშნველობის გააზრება, მათი დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობისთვის.
    მოსწავლეებმა ინახულეს ჩვენი რაიონის მდინარეები : რიონი,ტეხურა და ცივი. აღნიშნეს მათი მნიშვნელობა ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში.
   სენაკის რაიონშიც გვხვდება მდინარეები , მათ შორის უდიდესია რიონი. მისი შენაკადებია მდინარე ტეხური და ცივი, რომელიც ჩადის მდინარე რიონში და უერთდება შავ ზღვას. ეკოკლუბის წევრებმა გასულ სასწავლო წელს, დავასუფთავეთ მდინარე ტეხურის გარკვეული მონაკვეთი.

აქტივობა 02

სუფთა ჰაერის მსოფლიო დღე

   2026 წლის 20 სექტემბერს მუშაობა განაახლა სსიპ ჟული შარტავას სახელობის სენაკის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ცისკარის“ წევრებმა. კლუბის წევრებმა ისაუბრეს წლის მიღწევებსა და ახალ სამუშაო გეგმაზე.
   ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც აღნიშნავდა სუფთა ჰაერის მსოფლიო დღეს.
   სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 7სექტემბერს,რომელიც დააწესა გაერომ 2019 წელს, ხოლო პირველად 2020 წელს აღინიშნა.
   ეს დღე მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სუფთა ჰაერის დაცვის მნიშვნელობის შეხსენებას.
   ,,სუფთა ჰაერი ჯანმრთელი სიცოცხლის საწინდარია“. აღინიშნა ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორები : ქარხნებისა და მანქანების გამონაბოლქვები, ნარჩენების დაწვა, ტყის ხანძრები და სხვა.
   აუცილებელია დავრგოთ ხეები და გავუფრთხილდეთ ტყეს, არ დავწვათ ნარჩენები , ვიაროთ ფეხით ან ვიმოძრაოთ საზოგადო ტრანსპორტებით, დავიცვათ ბუნება და გავიღრმავოთ ეკოლოგიური ცოდნა. ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს ის ტერიტორია, სადაც გასულ წელს 15 ძირი წიწვოვანი ხე დაირგო.

იტვირთება…