,,ლაზარე-2015"
6 ნოემბერს ეკოკლუბ ,,ცისკარის“ წევრებმა მოინახულეს დღის სახლი ,, ლაზარე-2015“ . აქ იმყოფებიან 18 წლიდან და ზემოთ ბენეფიციარები, რომელთაც სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები აქვთ.
ისინი დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე იმყოფებიან მომვლელების დიდი ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ. მიდგომა არის ინდივიდუალური. მომვლელები ითვალისწინებენ მათ ასაკს,ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ თვისებებს. ისინი ერთმანეთთან ჰარმონულად არიან .
ზოგი ახალი წევრიც იყო. ეკოკლუბის წევრებმა მათ მიუტანეს : სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული, ბავშვების მიერ დამზადებული ბრასლეტები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურეს. გადაიღეს სამახსოვრო სურათები . ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მათ ინტეგრირებას საზოგადოებასთან. კეთილი ინიციატივები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს , რომ სიკეთე გადამდებია. თანადგომა კი ის ძალაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს.
ეს მეტყველებს ეკოკლუბელების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.