სუფთა ჰაერის მსოფლიო დღე
2026 წლის 20 სექტემბერს მუშაობა განაახლა სსიპ ჟული შარტავას სახელობის სენაკის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ცისკარის“ წევრებმა. კლუბის წევრებმა ისაუბრეს წლის მიღწევებსა და ახალ სამუშაო გეგმაზე.
ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც აღნიშნავდა სუფთა ჰაერის მსოფლიო დღეს.
სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 7სექტემბერს,რომელიც დააწესა გაერომ 2019 წელს, ხოლო პირველად 2020 წელს აღინიშნა.
ეს დღე მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სუფთა ჰაერის დაცვის მნიშვნელობის შეხსენებას.
,,სუფთა ჰაერი ჯანმრთელი სიცოცხლის საწინდარია“. აღინიშნა ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორები : ქარხნებისა და მანქანების გამონაბოლქვები, ნარჩენების დაწვა, ტყის ხანძრები და სხვა.
აუცილებელია დავრგოთ ხეები და გავუფრთხილდეთ ტყეს, არ დავწვათ ნარჩენები , ვიაროთ ფეხით ან ვიმოძრაოთ საზოგადო ტრანსპორტებით, დავიცვათ ბუნება და გავიღრმავოთ ეკოლოგიური ცოდნა. ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს ის ტერიტორია, სადაც გასულ წელს 15 ძირი წიწვოვანი ხე დაირგო.