გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #6

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲝᲑᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

სუფთა წყალი და სანიტარია — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

აგრო-ლაბორატორიის გახსნა

ლო სათბური, რომელიც აღჭურვილია მზის ენერგიის სისტემით, წვიმის წყლის შეგროვებისა და გამოყენების ინფრასტრუქტურით, ნიადაგის ტენიანობის კონტროლის ტექნოლოგიითა და ავტომატიზებული წვეთოვანი მორწყვით.

აგრო-ლაბორატორიის მთავარი მიზანია მოსწავლეებისთვის მდგრადი სოფლის მეურნეობისა და თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობის შექმნა. ეს სივრცე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, ჩაატარონ დაკვირვებები, შეისწავლონ მცენარეთა მოვლის თანამედროვე მეთოდები და განივითარონ კვლევითი, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი უნარები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი საგანმანათლებლო პროგრამაც, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ კლიმატის ცვლილების საკითხებს, მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპებსა და მცენარეთა მოვლის თანამედროვე მეთოდებს. ამგვარად, ინიციატივა მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას არ ემსახურება — ის ხელს უწყობს გარემოსდაცვით განათლებას და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობასაც.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ხეთის საჯარო სკოლა, Caucasus Green Academy (CGA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობა, პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.

ინიციატივის შედეგად სკოლაში შეიქმნა პრაქტიკული სწავლების თანამედროვე სივრცე, დაინერგა წყლისა და ენერგიის რესურსების დაზოგვის ტექნოლოგიები და მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩაერთონ მდგრადი სოფლის მეურნეობის პროცესებში. პროექტი ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების მომზადებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისთვის.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…