გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #15

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲝᲑᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

გარემოსდაცვითი პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი

ათ დახმარება გაუწიეს სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, რომლებმაც პატარებს პრაქტიკული დახმარება გაუწიეს და ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა გააცნეს. უფროსი მოსწავლეების ჩართულობამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი ღირებულებების გავრცელებას.

ნერგების დარგვა ბავშვებისთვის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ ყოფილა ეს იყო პრაქტიკული გამოცდილება, რომლის საშუალებითაც მათ გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მწვანე გარემოს შენარჩუნება და ბუნებაზე ყოველდღიური ზრუნვა. თითოეულმა ბავშვმა საკუთარი წვლილი შეიტანა სკოლის გარემოს გამწვანებაში და მიიღო პასუხისმგებლობა ბუნების მოვლის პროცესში.

პროექტში მონაწილეობდნენ ხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები და ეკოკლუბის წევრები. ინიციატივის შედეგად გაიზარდა უმცროსი მოსწავლეების ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში, გაძლიერდა უფროს და უმცროს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა და შეიქმნა ბუნებაზე ზრუნვის პრაქტიკული გამოცდილება

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 02

საინფორმაციო შეხვედრა ბიომრავალფეროვნებაზე

ჩვენმა გუნდმა წარმატებით განახორციელა საინტერესო და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობა ჩვენი სკოლის ეკო-სივრცეში, რომელიც მიძღვნილი იყო ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ცნობიერების ამაღლებისადმი. ღონისძიებაში განსაკუთრებული ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ მე-8 კლასის მოსწავლეები.შეხვედრის ფარგლებში მათ წარვუდგინეთ ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ იშვიათ ფლორასა და ფაუნაზე.

პრეზენტაციის მსვლელობისას მოსწავლეებმა დეტალურად გაიგეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურ ბალანსს, რატომ არის აუცილებელი ადგილობრივი ენდემური სახეობების შენარჩუნება და რა საფრთხეები ემუქრება ბუნებრივ გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ რჩევებს: როგორ მოუფრთხილდნენ ბუნებას ყოველდღიურობაში, როგორ შეამცირონ ნარჩენები, გაუფრთხილდნენ წყალსა და ენერგიას და იზრუნონ ადგილობრივი ეკოსისტემების შენარჩუნებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის შესამოწმებლად და გასამყარებლად, ჩავატარეთ ინტერაქტიული ვიქტორინა „კაჰუტი“ (Kahoot), რამაც ღონისძიება კიდევ უფრო სახალისო და დინამიკური გახადა.

აქტივობის შედეგად თვალსაჩინოდ შეიცვალა მოსწავლეების განწყობა და დამოკიდებულება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მათ გააცნობიერეს, რომ პატარა ნაბიჯებსაც კი დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდნენ, მოსწავლეებმა დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები: სკოლის ტერიტორიაზე ხეების დარგვა, დასუფთავების აქციების მოწყობა და მიღებული ცოდნის სხვა თანატოლებისთვის გაზიარება.

იტვირთება…