გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲝᲑᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 4 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

გარემოსდაცვითი პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი

ათ დახმარება გაუწიეს სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, რომლებმაც პატარებს პრაქტიკული დახმარება გაუწიეს და ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა გააცნეს. უფროსი მოსწავლეების ჩართულობამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი ღირებულებების გავრცელებას.

ნერგების დარგვა ბავშვებისთვის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ ყოფილა ეს იყო პრაქტიკული გამოცდილება, რომლის საშუალებითაც მათ გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მწვანე გარემოს შენარჩუნება და ბუნებაზე ყოველდღიური ზრუნვა. თითოეულმა ბავშვმა საკუთარი წვლილი შეიტანა სკოლის გარემოს გამწვანებაში და მიიღო პასუხისმგებლობა ბუნების მოვლის პროცესში.

პროექტში მონაწილეობდნენ ხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები და ეკოკლუბის წევრები. ინიციატივის შედეგად გაიზარდა უმცროსი მოსწავლეების ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში, გაძლიერდა უფროს და უმცროს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა და შეიქმნა ბუნებაზე ზრუნვის პრაქტიკული გამოცდილება

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 02

თეგეტა- გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო შეხვედრა

ლება და ნარჩენების მართვის თანამედროვე პრინციპების გაცნობა იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, რესურსების გონივრული გამოყენებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პასუხისმგებლიანი მოხმარების მნიშვნელობას, ნარჩენების შემცირებასა და რესურსების ხელახალი გამოყენების შესაძლებლობებს. შეხვედრაში ეკოკლუბის წევრების ჩართულობამ ხელი შეუწყო გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებასა და მიღებული ცოდნის სასკოლო საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობას.

ინიციატივაში ჩაერთნენ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ეკოკლუბის წევრები, ხოლო საგანმანათლებლო შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ „თეგეტა გრინ პლანეტა“ და UNDP.

შეხვედრის შედეგად მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებზე, უკეთ გაიაზრეს საკუთარი როლი ნარჩენების შემცირებასა და გარემოს დაცვაში და გაეცნენ მდგრადი მოხმარების პრაქტიკულ პრინციპებს. ინიციატივა ასევე ხელს უწყობს ეკოკლუბის საქმიანობის გაძლიერებასა და სკოლაში ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი კულტურის ჩამოყალიბებას.

აქტივობა 03

აგრო-ლაბორატორიის გახსნა

ლო სათბური, რომელიც აღჭურვილია მზის ენერგიის სისტემით, წვიმის წყლის შეგროვებისა და გამოყენების ინფრასტრუქტურით, ნიადაგის ტენიანობის კონტროლის ტექნოლოგიითა და ავტომატიზებული წვეთოვანი მორწყვით.

აგრო-ლაბორატორიის მთავარი მიზანია მოსწავლეებისთვის მდგრადი სოფლის მეურნეობისა და თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობის შექმნა. ეს სივრცე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, ჩაატარონ დაკვირვებები, შეისწავლონ მცენარეთა მოვლის თანამედროვე მეთოდები და განივითარონ კვლევითი, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი უნარები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი საგანმანათლებლო პროგრამაც, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ კლიმატის ცვლილების საკითხებს, მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპებსა და მცენარეთა მოვლის თანამედროვე მეთოდებს. ამგვარად, ინიციატივა მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას არ ემსახურება — ის ხელს უწყობს გარემოსდაცვით განათლებას და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობასაც.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ხეთის საჯარო სკოლა, Caucasus Green Academy (CGA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობა, პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.

ინიციატივის შედეგად სკოლაში შეიქმნა პრაქტიკული სწავლების თანამედროვე სივრცე, დაინერგა წყლისა და ენერგიის რესურსების დაზოგვის ტექნოლოგიები და მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩაერთონ მდგრადი სოფლის მეურნეობის პროცესებში. პროექტი ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების მომზადებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისთვის.

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 04

ეკო-სივრცის “ოდისეას” გახსნა

პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ოდისეა“, რომლის წევრებმა იდეის შემუშავებიდან მის რეალიზებამდე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს. ინიციატივის მხარდაჭერაში მონაწილეობდნენ UNDP, დანიის მთავრობა და PMCG. პროექტის ბენეფიციარები არიან როგორც ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისე ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ახალგაზრდები და ადგილობრივი საზოგადოება.

ეკო-სივრცის შექმნამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა სასკოლო გარემოში. სკოლაში გაჩნდა ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება, არამედ პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარება, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, გუნდური მუშაობა და საკუთარი იდეების განხორციელება. ამასთანავე, გაიზარდა გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა, ახალგაზრდებს გაუჩნდათ არაფორმალური განათლების მიღების საშუალება საკუთარ სოფელში და გაძლიერდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების პროცესი. „ოდისეა“ იქცა სივრცედ, რომელიც განათლებას, ინოვაციებსა და გარემოზე ზრუნვას აერთიანებს.

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…