ეკო-სივრცის “ოდისეას” გახსნა
პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ოდისეა“, რომლის წევრებმა იდეის შემუშავებიდან მის რეალიზებამდე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს. ინიციატივის მხარდაჭერაში მონაწილეობდნენ UNDP, დანიის მთავრობა და PMCG. პროექტის ბენეფიციარები არიან როგორც ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისე ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ახალგაზრდები და ადგილობრივი საზოგადოება.
ეკო-სივრცის შექმნამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა სასკოლო გარემოში. სკოლაში გაჩნდა ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება, არამედ პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარება, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, გუნდური მუშაობა და საკუთარი იდეების განხორციელება. ამასთანავე, გაიზარდა გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა, ახალგაზრდებს გაუჩნდათ არაფორმალური განათლების მიღების საშუალება საკუთარ სოფელში და გაძლიერდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების პროცესი. „ოდისეა“ იქცა სივრცედ, რომელიც განათლებას, ინოვაციებსა და გარემოზე ზრუნვას აერთიანებს.