გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #10

ᲡᲡᲘᲞ ᲮᲝᲑᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

შემცირებული უთანასწორობა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ევროპის დღე

ხეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის მიზანი მოსწავლეებისთვის ევროპის ქვეყნების, მათი კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და მრავალფეროვნების გაცნობა იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VIII და უფროსი კლასების მოსწავლეები. თითოეულმა კლასმა წარმოადგინა ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა და სხვადასხვა შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობის საშუალებით დამსწრეებს გააცნო მისი კულტურული თავისებურებები, ტრადიციები, ისტორიული ფაქტები, ღირსშესანიშნაობები და სხვა საინტერესო ინფორმაცია. მოსწავლეებმა შეძლეს, საკუთარი შემოქმედებითი მიდგომითა და გუნდური მუშაობით თითოეული ქვეყანა უფრო ახლოს გაეცნოთ სასკოლო საზოგადოებისთვის.

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთო სკოლის ეკოკლუბიც, რომლის წევრებმაც მონაწილეობა მიიღეს ინიციატივის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეკოკლუბის ჩართულობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თანამშრომლობასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ორგანიზებას.ღონისძიება მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებით არ შემოიფარგლებოდა მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითობითა და გუნდური მუშაობით თითოეული ქვეყანა დამსწრეებისთვის ერთგვარ პატარა კულტურულ გამოცდილებად აქციეს.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ევროპის ქვეყნების შესახებ, განივითარეს კვლევითი, პრეზენტაციის, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარები. ღონისძიებამ ხელი შეუწყო კულტურული მრავალფეროვნების დაფასებას, განსხვავებული ტრადიციების პატივისცემასა და საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას.

იტვირთება…