გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ ᲩᲝᲮᲐᲢᲐᲣᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲤᲐᲠᲪᲮᲛᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

აბრეშუმისგან ქაღალდის დამზადება

ფარცხმის საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა, რომელიც აბრეშუმის ძაფის მომზადებისა და ქაღალდის დამზადების პროცესებს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ყველა მოსწავლემ და ეკოკლუბმა „ფენიქსი“. მონაწილეებმა გაეცნენ აბრეშუმის მიღების ტრადიციულ გზას, აბრეშუმის ჭიის მნიშვნელობასა და ძაფის დამუშავების ეტაპებს. ასევე შეისწავლეს ქაღალდის დამზადების ისტორია, საჭირო მასალები და მისი გადამუშავების შესაძლებლობები. პრაქტიკული მუშაობისას მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გამოსცადეს სხვადასხვა პროცესი, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ახალი ცოდნა მიიღეს. აქტივობამ ხელი შეუწყო შემოქმედებითი უნარების განვითარებას, გუნდურ მუშაობას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და ქაღალდის ხელახალი გამოყენების მნიშვნელობას. დღე ნაყოფიერი, საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა თითოეული მონაწილისთვის. ამასთან, მოსწავლეებში გააღვივა ტრადიციული ხელსაქმისადმი ინტერესი.

იტვირთება…