გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #8

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მოხალისეობისა და პროექტის წერის ინტენსიური კურსის მეორე დღე

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 — ხარისხიანი განათლება

N8 — ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

N17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

8 ნოემბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები რუსთავის მედიათეკაში გამართული მოხალისეობისა და პროექტის წერის ინტენსიური კურსის მეორე დღეს დაესწრნენ.

ორდღიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და ხუთი პროექტის იდეა შესაბამისი პროექტის ჩარჩოებით წარადგინეს:

• „მედიათეკის ცოცხალი ბიბლიოთეკა“

• „კარიერული კომპასი“

• „ვანდალიზმის საინფორმაციო კამპანია“

• „მოხალისეთა ლაბი“

კიბერბულინგის ვორქშოფი მოსწავლეებისა და მშობლებისთვის“

პროექტების წარდგენისა და განხილვის შედეგად გამარჯვებულ იდეად დასახელდა „მედიათეკის ცოცხალი ბიბლიოთეკა“, რომელიც რუსთავის მედიათეკის ბაზაზე განხორციელდება.

კურსის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, განევითარებინათ საპროექტო აზროვნება, გუნდური მუშაობისა და საკუთარი იდეების პრაქტიკულ ინიციატივებად გარდაქმნის უნარები.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…