გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #6

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

სუფთა წყალი და სანიტარია — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

წყლის დეფიციტი რუსთავში

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N6 სუფთა წყალი და სანიტარია

N15 ხმელეთის ეკოსისტემები

20 ნოემბერს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა, „მწვანე მომავალი რუსთავს“ პრეზენტაციების კვირეულის ფარგლებში, სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი პრეზენტაცია გამართეს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ თემაზე — „წყლის დეფიციტი რუსთავში“.

პრეზენტაციისას კლუბის წევრებმა დეტალურად განიხილეს ქალაქში არსებული წყლის რესურსების კრიტიკული შემცირების პრობლემა, მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზები და უარყოფითი გავლენა ადგილობრივ ეკოსისტემებზე, ფლორასა და ფაუნაზე. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ წყლის დეფიციტი საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე ქალაქის მწვანე სივრცეებსა და ნიადაგის ნაყოფიერებას.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს შესაძლო გამოსავალსა და პრევენციულ ზომებზე: წყლის რესურსების გონივრულ დაზოგვაზე, ალტერნატიული წყაროების ძიებაზე, სარწყავი სისტემების მოდერნიზაციასა და საზოგადოებაში ეკოცნობიერების ამაღლებაზე. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

იტვირთება…