კამპანია „არა ფემიციდს!
სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“
მდგრადი განვითარების მიზნები:
N4 ხარისხიანი განათლება
N5 გენდერული თანასწორობა
N16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა და კამპანია სლოგანით „არა ფემიციდს!”
მოსწავლეებმა შეისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტები ფემიციდის, ოჯახში ძალადობის ფორმებისა და მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კლუბის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის და როგორ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
ამ აქტივობით ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას.
ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას აუცილებლად გავუზიაროთ სხვებსაც, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს ძალადობის პრევენციისა და დახმარების გზების შესახებ.
მონაწილეები:
ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.