გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #4

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 9 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენა

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 — ხარისხიანი განათლება

N17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

10 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები თბილისში გამართულ LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენას დაესწრნენ.

ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მშობლები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ონლაინ სწავლების შესაძლებლობებს, პროფესიულ კურსებსა და საგანმანათლებლო ბანაკებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე Fulbright-ის, Chevening-ისა და Stipendium Hungaricum-ის სასტიპენდიო პროგრამების საკონსულტაციო სივრცე.

ღონისძიებაზე დასწრება ეკო კლუბის წევრებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან მათ მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და გაეცნენ საკუთარი აკადემიური და პროფესიული განვითარების პერსპექტივებს.

**მონაწილეები:** ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე

აქტივობა 02

საინფორმაციო შეხვედრა— „სიღარიბე“

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N1 — სიღარიბის აღმოფხვრა

N4 — ხარისხიანი განათლება

26 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა მე-10გ კლასში ჩაატარეს საინფორმაციო და შემეცნებითი პრეზენტაცია სიღარიბის შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს სიღარიბის გამომწვევი მიზეზები, მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინდოეთს, სადაც სიღარიბე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად რჩება. მონაწილეებმა იმსჯელეს მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობასა და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 03

„მოხალისეობა“

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

- N4 — ხარისხიანი განათლება

- N17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

28 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები სიქაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც ორგანიზაცია Helping Hand-ის ორგანიზებით ჩატარდა და მოხალისეობის თემას მიეძღვნა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მოხალისეობის მნიშვნელობის, მისი სხვადასხვა მიმართულებისა და ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. ასევე ისაუბრეს მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების როლსა და სხვადასხვა ინიციატივაში მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

აღნიშნული შეხვედრა ახალგაზრდებისთვის საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოკვეთა მოხალისეობის მნიშვნელობა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლი.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 04

ამერიკული კუთხის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ციფრული უსაფრთხოება”

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო Side“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 ხარისხიანი განათლება

N17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

28 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები დავესწარით რუსთავის ამერიკული კუთხის (American Corner Rustavi) მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „ციფრული უსაფრთხოება“.

ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: „რა არის ციფრული უსაფრთხოება?“ და „რას ვიცავთ ინტერნეტსივრცეში?“. შეხვედრაზე განვიხილეთ პირადი მონაცემების დაცვის მექანიზმები, ონლაინ საფრთხეებთან გამკლავების გზები და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესები თანამედროვე ციფრულ სამყაროში.

შეხვედრამ ძალიან საინტერესო და პროდუქტიულ გარემოში ჩაიარა.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი, ანი კვირკველია, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 05

„იდენტობის კოლაჟი”

სსიპ. ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო Side“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად 

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები დავესწარით საქართველოს უნივერსიტეტისა და ინოვაციების სკოლის მიერ ორგანიზებულ საინტერესო და შემოქმედებით შეხვედრას თემაზე „იდენტობის კოლაჟი”.

აქტივობის ფარგლებში ვიმუშავეთ საკუთარი იდენტობის გამოხატვაზე და შევქმენით ფლაერები/კოლაჟები, სადაც გადმოვეცით ჩვენი ღირებულებები, ინტერესები და ხედვები. შეხვედრაზე დავფიქრდით და უპასუხეთ ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, როგორებიცაა: „ვინ ვარ მე ახლა?“, „რა როლებს ვასრულებ?“, „რა არის ჩემთვის ღირებული?“, „რისი მჯერა?“, „რა მაინტერესებს?“ და „რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი?“

შეხვედრამ ძალიან თბილ, ღია და შემოქმედებით გარემოში ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო თვითშემეცნებასა და პოზიტიურ აზრთა გაცვლას. მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას აუცილებლად გავაზიარებთ სკოლის სხვა კლასებშიც.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი, ანი კვირკველია, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 06

საინფორმაციო კამპანია „გაიცანი მსოფლიოს ტრადიციები”

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 ხარისხიანი განათლება

30 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო და შემეცნებითი პრეზენტაცია მსოფლიოს ცნობილი ფესტივალების შესახებ (ინგლისურ ენაზე). 

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში კლუბმა შექმნა სპეციალური კამპანია, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლება და მსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნების გაცნობაა. კამპანიის ფარგლებში განხილული იყო ისეთი ცნობილი და სახალისო ტრადიციული ფესტივალი, როგორიცაა ესპანური „ლა ტომატინა“ (La Tomatina). მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ფესტივალის ისტორიის, მისი წარმოშობისა და კულტურული მნიშვნელობის შესახებ. 

პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ და ინტერაქტიულად წარიმართა. კლუბის წევრებმა და დამსწრე მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე იმსჯელეს კულტურული ტრადიციების მრავალფეროვნებაზე, დასვეს კითხვები და ერთობლივად გააანალიზეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობის მნიშვნელობა ინტერკულტურული დიალოგისა და სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. 

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი, ანი კვირკველია, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 07

„მე ვიცნობ ჩემს უფლებებს“

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები: N4 ხარისხიანი განათლება

 N16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

17 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე  „მე ვიცნობ ჩემს უფლებებს“. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ადამიანის ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, განათლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიული, მასში არა მხოლოდ კლუბის წევრები, არამედ დამსწრე მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ, დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ერთობლივად გააცნობიერეს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 08

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ალკოჰოლის გავლება ადამიანებზე”

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო Side“

მდგრადი განვითარების მიზნები: N3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა

 N4  ხარისხიანი განათლება

28 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკო Side“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ალკოჰოლის გავლენა ადამიანზე“. ლექციის ფარგლებში დეტალურად განხილული იყო ალკოჰოლის უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და ტვინის ფუნქციონირებაზე, მათ შორის აზროვნების სისწრაფისა და მეხსიერების დაქვეითება. საუბარი ასევე შეეხო ღვიძლისა და სხვა ორგანოთა დაზიანების საფრთხეებს, მავნე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკებსა და ორგანიზმის საერთო სისუსტეს. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე აუდიტორიაში; მონაწილეებმა დასვეს კითხვები პრევენციულ ღონისძიებებზე და იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მავნე ჩვევების უარყოფა ჯანსაღი მომავლის შესანარჩუნებლად.

მონაწილეები: ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი, ანი კვირკველია, დავით სხირტლაძე, რაულ ალიევი, ელვინ გაჯიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 09

საერთაშორისო დღე (10 ოქტომბერი)

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N3  ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა

N4  ხარისხიანი განათლება  

10 ოქტომბერს, მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „მენტალური ჯანმრთელობა“.

ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ მენტალური ჯანმრთელობა თითოეული ადამიანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. განხილული იყო ემოციური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ასპექტები, სტრესთან გამკლავების გზები და ის, თუ როგორ აისახება ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

შეხვედრამ თბილ და ღია გარემოში ჩაიარა, მონაწილეებმა თავისუფლად გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრეს ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საზოგადოებაში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.  აქტივობა განხორციელდა 10 ოქტომბერს

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

იტვირთება…