გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #3

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 5 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

გეგმის შემუშავება ბულინგის წინააღმდეგ

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო side”

მდგრადი განვითარების მიზნები:

N3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

N17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

8 ნოემბერს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები დაესწრნენ სამუშაო შეხვედრასა და პრეზენტაციას თემაზე -„გეგმის შემუშავება: ბულინგის საწინააღმდეგო კვირეულთან დაკავშირებული შეხვედრა“.

მუშაობის პროცესში კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ დავალებების შესრულებაში: დაჯგუფდნენ სკოლების მიხედვით, განსაზღვრეს შეხვედრის მიზნები (როგორიცაა კლასის ერთობის გაზრდა, თვითშეფასების ამაღლება, ემპათიის უნარის განვითარება და ბულინგის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება), აგრეთვე დაგეგმეს კონკრეტული აქტივობები, სამიზნე აუდიტორია და საჭირო რესურსები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დეტალური სამოქმედო გეგმები, რამაც ხელი შეუწყო გუნდური მუშაობისა და ორგანიზატორული უნარების განვითარებას.ეს ინიციატივები სკოლის ფარგლებშიც წარმატებით განხორციელდება.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 02

ინფორმირებული ახალგაზრდები უსაფრთხო გარემოსთვის

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო Side“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

N17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

5 ნოემბერს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკო Side“-ის წევრებმა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობა გამართეს.

კლუბის წევრებმა თანატოლებსა წარუდგინეს თემატური საინფორმაციო ბუკლეტები პირველადი დახმარების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ. მოსწავლეებმა აქტიურად განიხილეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის, ცნობიერებისა და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარებას

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 03

არა ბულინგს - ვზრუნავთ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოზე

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N3 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა 

N17 პარტნიორობა საერთო მიზნისთვის

7 ნოემბერს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს „კარიტასის“ ორგანიზებით გამართულ მნიშვნელოვან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრასა და ვორქშოფში. 

ღონისძიების მთავარი თემა ბულინგის პრევენცია, ფსიქო-ემოციური მიზეზები და სკოლებში ჯანსაღი, უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ინტერაქციული სავარჯიშოები, მათ შორის „მოირგე სხვისი ფეხსაცმელი“, იმსჯელეს ემპათიის, თანადგომისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის, ერთმანეთის პატივისცემისა და ცნობიერების ამაღლებას.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

ყველა ფოტო (9)
აქტივობა 04

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ალკოჰოლის გავლება ადამიანებზე”

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო Side“

მდგრადი განვითარების მიზნები: N3 ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა

 N4  ხარისხიანი განათლება

28 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკო Side“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ალკოჰოლის გავლენა ადამიანზე“. ლექციის ფარგლებში დეტალურად განხილული იყო ალკოჰოლის უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და ტვინის ფუნქციონირებაზე, მათ შორის აზროვნების სისწრაფისა და მეხსიერების დაქვეითება. საუბარი ასევე შეეხო ღვიძლისა და სხვა ორგანოთა დაზიანების საფრთხეებს, მავნე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკებსა და ორგანიზმის საერთო სისუსტეს. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე აუდიტორიაში; მონაწილეებმა დასვეს კითხვები პრევენციულ ღონისძიებებზე და იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მავნე ჩვევების უარყოფა ჯანსაღი მომავლის შესანარჩუნებლად.

მონაწილეები: ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი, ანი კვირკველია, დავით სხირტლაძე, რაულ ალიევი, ელვინ გაჯიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 05

საერთაშორისო დღე (10 ოქტომბერი)

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N3  ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა

N4  ხარისხიანი განათლება  

10 ოქტომბერს, მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „მენტალური ჯანმრთელობა“.

ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ მენტალური ჯანმრთელობა თითოეული ადამიანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. განხილული იყო ემოციური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ასპექტები, სტრესთან გამკლავების გზები და ის, თუ როგორ აისახება ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

შეხვედრამ თბილ და ღია გარემოში ჩაიარა, მონაწილეებმა თავისუფლად გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრეს ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საზოგადოებაში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.  აქტივობა განხორციელდა 10 ოქტომბერს

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

იტვირთება…