LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენა
სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“
მდგრადი განვითარების მიზნები:
N4 — ხარისხიანი განათლება
N17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად
10 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები თბილისში გამართულ LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენას დაესწრნენ.
ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდები, მშობლები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ონლაინ სწავლების შესაძლებლობებს, პროფესიულ კურსებსა და საგანმანათლებლო ბანაკებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე Fulbright-ის, Chevening-ისა და Stipendium Hungaricum-ის სასტიპენდიო პროგრამების საკონსულტაციო სივრცე.
ღონისძიებაზე დასწრება ეკო კლუბის წევრებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან მათ მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და გაეცნენ საკუთარი აკადემიური და პროფესიული განვითარების პერსპექტივებს.
**მონაწილეები:** ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე