გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #16

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 4 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

24 სექტემბერი — პროექტი „Rejuvenating Local Democracy in Georgia“

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 — ხარისხიანი განათლება

N10 — შემცირებული უთანასწორობა

N16 — მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

N17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

24 სექტემბერი — პროექტი „Rejuvenating Local Democracy in Georgia“

ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები მონაწილეობდნენ პროექტში „Rejuvenating Local Democracy in Georgia“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ადგილობრივ გადაწყვეტილებებში ჩართულობის მნიშვნელობისა და არსებული გამოწვევების განხილვა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ანონიმური გამოკითხვა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 44-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ასევე გაიმართა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოიცავდა სიმულაციურ საბჭოს, დისკუსიას ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენელ გუბაზ კობერიძესთან და პრაქტიკულ სესიას დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იყო ახალგაზრდების ადგილობრივ გადაწყვეტილებებში ჩართულობის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების უმეტესობას სურს ადგილობრივ პროცესებში მონაწილეობა, თუმცა ხშირად არ გრძნობს, რომ მათ აზრს რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა რეკომენდაციები ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მედიაწიგნიერების გასაძლიერებლად.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე, ნიკოლოზ დახოვსკი

(ვიდეოც გვაქვს სადაც უკეთესად ჩანს ყველაფერი მაგრამ ვერ ვტვირყავთ)

აქტივობა 02

ღია კარის დღე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო side”

მდგრადი განვითარების მიზნები:

N16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

N17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

28 ოქტომბერს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გამართულ ღია კარის დღეში. 

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაციები, შეისწავლეს მნიშვნელოვანი ფაქტები და იმსჯელეს უსაფრთხოების, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და გლობალური გამოწვევების შესახებ. გუნდურმა მუშაობამ და ვორქშოფმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში. 

მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება კლუბის წევრებმა სკოლაშიც აქტიურად გაუზიარეს თანატოლებს.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 03

კამპანია „არა ფემიციდს!

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 ხარისხიანი განათლება

N5 გენდერული თანასწორობა

N16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა და კამპანია სლოგანით „არა ფემიციდს!”

მოსწავლეებმა შეისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტები ფემიციდის, ოჯახში ძალადობის ფორმებისა და მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კლუბის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის და როგორ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 

ამ აქტივობით ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას.

ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას აუცილებლად გავუზიაროთ სხვებსაც, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს ძალადობის პრევენციისა და დახმარების გზების შესახებ.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 04

„მე ვიცნობ ჩემს უფლებებს“

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები: N4 ხარისხიანი განათლება

 N16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

17 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე  „მე ვიცნობ ჩემს უფლებებს“. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ადამიანის ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, განათლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიული, მასში არა მხოლოდ კლუბის წევრები, არამედ დამსწრე მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ, დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ერთობლივად გააცნობიერეს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

იტვირთება…