გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #15

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

პრეზენტაცის გაცნობა (გამწვანების მნიშვნელობა)

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N13 კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები

N15 დედამიწის ეკოსისტემები  

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გამწვანების მნიშვნელობა“.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო მწვანე ნარგავების, ბალახისა და მცენარეების როლი კომფორტული და ჰარმონიული გარემოს შექმნაში. საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ მოქმედებს მოვლილი ეზო და სუფთა ჰაერი ადამიანის ყოველდღიურ განწყობასა და სულიერ სიმშვიდეზე, ასევე რა შრომასა და რესურსებს მოითხოვს სწორად დაგეგმილი გამწვანება.

შეხვედრამ ცოცხალ დისკუსიაში ჩაიარა, სადაც აუდიტორიამ იმსჯელა ქალაქისა და სკოლის ეზოს გამწვანების პერსპექტივებზე, მსმენელებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დაგეგმეს სამომავლო ეკოლოგიური ინიციატივები ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად.  აქტივობა განხორციელდა 15 ოქტომბერს

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

იტვირთება…