გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #13

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 4 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

„ჩემი პირველი ნერგი“

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 — ხარისხიანი განათლება

N13 — კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მოქმედებები

N15 — დედამიწის ეკოსისტემები

10 ნოემბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა „ეკოSide“ გამოიჩინა ინიციატივა და სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროექტში „ჩემი პირველი ნერგი“ ჩართო.

პროექტის ფარგლებში პირველკლასელებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს, რითაც საკუთარი წვლილი შეიტანეს სკოლის გარემოს გამწვანებაში. ინიციატივის მიზანი ბავშვობიდანვე ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობა და მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება იყო.

აღნიშნული აქტივობით ეკო კლუბმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გარემოზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება და თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 02

ეკო კლუბის საქმიანობა

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N4 — ხარისხიანი განათლება

N13 — კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მოქმედებები

22 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა სკოლის სხვადასხვა კლასში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრების მიზანი თანატოლებისთვის კლუბის საქმიანობის, განხორციელებული ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა, ასევე მათი გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის წახალისება იყო.

მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბუნების დაცვის მნიშვნელობისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ გარემოსდაცვით აქტივობებში მონაწილეობა და საკუთარი წვლილის შეტანა.

ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების ეფექტიანობის შესაფასებლად კლუბის წევრებმა კვლევა განახორციელეს. კვლევის შედეგების მიხედვით, შეხვედრებში მონაწილე მოსწავლეების დაახლოებით 50–60% ამჟამად აქტიურად არის ჩართული ბუნების დაცვისა და გარემოსდაცვით საქმიანობაში.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 03

გამწვანების აქცია

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო side”

მდგრადი განვითარების მიზნები:

N13 კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა

N15 დედამიწის ეკოსისტემები

N17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

4 ნოემბერს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა მორიგი მასშტაბური და მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობა , გამწვანების აქცია განახორციელეს. 

კლუბის წევრებმა დიდი ენთუზიაზმითა და გუნდური მუშაობით სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და ეზოში 100 ნერგი დარგეს. თითოეულმა მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღო ნიადაგის მომზადებასა და ხეების დარგვაში. მსგავსი ინიციატივები მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ჰაერის გაწმენდას, სკოლის გარემოს გამწვანებასა და ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლებას. გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ზრუნვა მწვანე და ჯანსაღ მომავალზე ჩვენი საერთო პრიორიტეტია. 

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

აქტივობა 04

პრეზენტაცის გაცნობა (გამწვანების მნიშვნელობა)

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“

მდგრადი განვითარების მიზნები:

N13 კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები

N15 დედამიწის ეკოსისტემები  

სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გამწვანების მნიშვნელობა“.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო მწვანე ნარგავების, ბალახისა და მცენარეების როლი კომფორტული და ჰარმონიული გარემოს შექმნაში. საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ მოქმედებს მოვლილი ეზო და სუფთა ჰაერი ადამიანის ყოველდღიურ განწყობასა და სულიერ სიმშვიდეზე, ასევე რა შრომასა და რესურსებს მოითხოვს სწორად დაგეგმილი გამწვანება.

შეხვედრამ ცოცხალ დისკუსიაში ჩაიარა, სადაც აუდიტორიამ იმსჯელა ქალაქისა და სკოლის ეზოს გამწვანების პერსპექტივებზე, მსმენელებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დაგეგმეს სამომავლო ეკოლოგიური ინიციატივები ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად.  აქტივობა განხორციელდა 15 ოქტომბერს

მონაწილეები:

ქეთი ციცქიშვილი, მარიამ სოლაშვილი,ანი კვირკველია,  დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე, გიორგი ჩხიკვაძე.

იტვირთება…