გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #12

ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲘ #18 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მაკულატურის შეგროვება

სსიპ. ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკო side”

მდგრადი განვითარების მიზნები:

N12 პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება

N17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრებმა სკოლაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობა, მაკულატურის შეგროვებისა და სორტირების პროცესი განახორციელეს.

მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შეაერთეს ძალები, რომ სკოლაში დაგროვილი ქაღალდის ნარჩენები ტომრებში მოეთავსებინათ და შემდგომი გადამუშავებისთვის მოემზადებინათ. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, ნარჩენების შემცირებას და მოსწავლეებში პასუხისმგებლიანი მოხმარების კულტურის ჩამოყალიბებას.

გუნდური მუშაობითა და ერთობლივი ძალისხმევით კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა მწვანე და სუფთა გარემოს შექმნაში.

მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი,  მარიამ სოლაშვილი, ანი კვირკველია,დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე.

 

იტვირთება…