კვირეული
სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ეკოSide“
მდგრადი განვითარების მიზნები:
N4 — ხარისხიანი განათლება
N11 — მდგრადი ქალაქები და დასახლებები
N17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად
11-12-15-17-21 ოქტომბერს სსიპ ქ. რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ეკოSide“-ის წევრები რუსთავის მედიათეკის დაარსებიდან 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საიუბილეო კვირეულში მოხალისეობრივად ჩაერთნენ.
კვირეულის ფარგლებში მედიათეკაში სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული აქტივობა გაიმართა, მათ შორის ლექსიკოგრაფიის მასტერკლასი, ეკო-ვორქშოფები, საბიბლიოთეკო ვორქშოფი, ქართული ფილმის ჩვენება და დისკუსია, ლელა ცინაძის შემოქმედებითი შეხვედრა და ლიტერატურული თამაში.
ეკო კლუბის წევრები მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ ორგანიზატორებს ღონისძიებების ორგანიზებისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, რაც მათ გუნდური მუშაობისა და მოხალისეობრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევდა. კვირეულის შემეცნებით აქტივობებში ჯამში 290-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
მონაწილეები: ქეთინო ციცქიშვილი, ანი კვირკველია, მარიამ სოლაშვილი, დავით სხირტლაძე, ელვინ გაჯიევი, რაულ ალიევი, თეკლა სულაბერიძე, სალომე ქებაძე და გიორგი ჩხიკვაძე