სოციალური საწარმო ,,ლიდერი"
22 ოქტომბერს ,ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სამეწარმეო ექსკურსიაზე.
სოციალური მეწარმეობა – იდეა, რომელიც საზოგადოებას უკეთესს ხდის!
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის ინტეგრირებჯლი პროფესიული პროგრამა “ბაღის დიზაინის” სტუდენტები სოციალურ საწარმო „ლიდერს“ ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სოციალური საწარმოს საქმიანობის სპეციფიკას, მის მიზნებსა და საზოგადოებრივ მნიშვნელობას. მათ დაინახეს, როგორ შეიძლება ბიზნესიდეა იქცეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობად, შექმნას ახალი შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს სოციალური პრობლემების გადაჭრას.
შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების, ინიციატივის, შემოქმედებითი მიდგომებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების თვალსაზრისით.
მსგავსი გამოცდილება ახალგაზრდებს ეხმარება გააცნობიერონ, რომ წარმატებული მეწარმეობა მხოლოდ მოგების მიღებას არ გულისხმობს – ის შეიძლება გახდეს პოზიტიური ცვლილებებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველი.
დიდი იდეები იწყება პატარა ნაბიჯებით, ხოლო უკეთესი მომავალი – პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებით!
მადლობა სოციალურ საწარმო „ლიდერს“ მასპინძლობისა და საინტერესო შეხვედრისთვის!
ნაკლების ჩვენება