გარდენია
🌿 შემეცნებითი ვიზიტი „გარდენია შევარდნაძეში“
სსიპ ბებნინის საჯარო სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში „გარდენია შევარდნაძე“ დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბაღის მოწყობისა და მოვლა-პატრონობის სტრუქტურას, ენახათ მრავალფეროვანი დეკორატიული მცენარეები, ნარგავები და მათი განთავსების თავისებურებები.
ვიზიტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება აღმოჩნდა. მათ მიიღეს პრაქტიკული ცოდნა მცენარეთა მოვლის, ზრდა-განვითარებისთვის საჭირო პირობებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობის შესახებ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას. 🌱
ვაპირებთ სკოლაში მოვაწყოთ პატარა ბაღი და მიღებული ცოდნის საფუძველზე გავაშენოთ ყვავილები,გავამრავლოთ და გავყიდოთ სამეწარმეო გამოფენაზე,იმედი გვაქვს რომ ყველაფერს შევძლებთ,რადგან წელს ჩვენი მიზანია ხარისხიანი განათლება