გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #7

ᲡᲡᲘᲞ ᲑᲔᲑᲜᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მინის გადასამუშავებელი საწარმო

ნარჩენიდან ახალ სიცოცხლემდე – შემეცნებითი ვიზიტი მინის გადამამუშავებელ ქარხანაში

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - “ბაღის დიზაინის” სტუდენტები მინის გადამამუშავებელ ქარხანას ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ მინის გადამუშავების პროცესს, წარმოების ეტაპებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მეორადი რესურსების გამოყენება გარემოს დაცვაში ასრულებს.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გამოყენებული მინა მხოლოდ ნარჩენი არ არის – მისი გადამუშავებით შესაძლებელია ახალი პროდუქციის მიღება, ბუნებრივი რესურსების დაზოგვა, ენერგიის მოხმარებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება.

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს უვითარებს ეკოლოგიურ ცნობიერებას, პასუხისმგებლობის განცდასა და მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრების უნარს.

გარემოზე ზრუნვა იწყება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობით!

დავახარისხოთ ნარჩენები, მივცეთ რესურსებს მეორე სიცოცხლე და ერთად შევქმნათ უფრო სუფთა მომავალი!

ნაკლების ჩვენება

იტვირთება…