გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲑᲔᲑᲜᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სულაკაური

სსიპ ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეგოთ თუ რა გზას გადის წიგნი გამომცემლობიდან სტამბამდე და 22 ოქტომბერს სტუმრად ვიმყოფებოდით წიგნის სამყაროში – შემეცნებითი ვიზიტი გამომცემლობა „სულაკაურში“

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის ბებნისის საჯარო სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “ბაღის დიზაინის” სტუდენტები ეთერ ლუკაშვილის ხელმძღვანელობით წიგნის გამომცემლობა „სულაკაურს“ ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ წიგნის შექმნისა და გამოცემის საინტერესო პროცესს, გამომცემლობის საქმიანობის სპეციფიკას, იმ ადამიანების პროფესიულ როლსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც წიგნის იდეიდან მკითხველამდე მისვლას უზრუნველყოფენ.

შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ახლოს გაცნობოდნენ წიგნის სამყაროს, აღმოეჩინათ ახალი ინტერესები და დაენახათ, რამდენი შრომა, შემოქმედებითობა და პროფესიონალიზმი დგას თითოეული გამოცემის უკან.

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები ხელს უწყობს წიგნიერების პოპულარიზაციას, კითხვის კულტურის განვითარებასა და პროფესიული ინტერესების გაღრმავებას.

წიგნი ცოდნის, წარმოსახვისა და ახალი შესაძლებლობების სამყაროს კარია!

იტვირთება…