გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #9

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N 40 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ენერგოეფექტურობა

🌍💚

სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და ეკოკლუბ „ტერა ნუქსის“ წევრები, ბიოლოგიის მასწავლებლებთან,შორენა დანელიასა და სოფიო გველესიანთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ენერგოეფექტურ გამოფენაში. Გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ პროექტი 'მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში SUD, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ ახორციელებს. 🌱🔋

გამოფენაზე მოსწავლეებმა მოწვეულ ინჟინერთან ერთად მარტივი Arduino-მოწყობილობების აწყობა შეძლეს, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ინოვაციური იდეების განხორციელებაში. 🕹️⚙️💡

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და შთამაგონებელი გამოცდილება აღმოჩნდა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. 🌎🌿

ერთად უფრო მწვანე და მდგრადი მომავლისთვის! 💚🌍

სკოლასა და ეკო-კლუბს საჩუქრად გადაეცათ, ტექნო ნაკრებები 🕹⚙️

იტვირთება…