გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N 40 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ენერგოეფექტურობა

🌍💚

სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და ეკოკლუბ „ტერა ნუქსის“ წევრები, ბიოლოგიის მასწავლებლებთან,შორენა დანელიასა და სოფიო გველესიანთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ენერგოეფექტურ გამოფენაში. Გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ პროექტი 'მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში SUD, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ ახორციელებს. 🌱🔋

გამოფენაზე მოსწავლეებმა მოწვეულ ინჟინერთან ერთად მარტივი Arduino-მოწყობილობების აწყობა შეძლეს, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ინოვაციური იდეების განხორციელებაში. 🕹️⚙️💡

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და შთამაგონებელი გამოცდილება აღმოჩნდა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. 🌎🌿

ერთად უფრო მწვანე და მდგრადი მომავლისთვის! 💚🌍

სკოლასა და ეკო-კლუბს საჩუქრად გადაეცათ, ტექნო ნაკრებები 🕹⚙️

აქტივობა 02

პანთეონის მონახულება

2026 წლის 3 ნოემბერს,სსიპ ქალაქ ქუთაისის # 40 საჯარო სკოლის გუნდის, ტერა ნუქსის წევრები,არაფორმალური განათლების ეგიდით,იმყოფებოდნენ მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში,სადაც მოინახულეს ღირსეულ ქართველთა საფლავები,წაიკითხეს ინფორმაციები მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ,(რეზო ჭეიშვილი,ვასილ ამაშუკელი,ლევან კოხეიძე,გიორგი მაისურაძე,თორნიკე ერისთავი,გიორგი - გოგილო ნიკოლაძე,ზურაბ კუხიანიძე,ვალერიან მიზანდარი,იოსებ ოცხელი, ამურ ბაბუხადია და მრავალი სხვა.) 2026 წლის 3 ნოემბერს,სსიპ ქალაქ ქუთაისის # 40 საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები,

არაფორმალური განათლების ეგიდით,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია ნიკოლაძის ინიციატივით ,კლასის დამრიგებელ თამთა გაჩეჩილაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში,სადაც მოინახულეს ღირსეულ ქართველთა საფლავები,წაიკითხეს ინფორმაციები მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ, გასვლითი ღონისძიება უკავშირდებოდა სასწავლო პროგრამით შესწავლილი მწერლის რეზო ჭეიშვილის შემოქმედებას.

აქტივობა 03

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობა

2026 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის №40 საჯარო სკოლის ეკო კლუბ ტერა ნუქსის წევრები, არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ესტუმრენ უდიდესი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს.

ჯგუფს მასპინძლობა და გიდობა გაუწია მუზეუმის დირექტორმა მარინა სულაქველიძემ, რომელმაც განსაკუთრებულად აღნიშნა ჩვენი სკოლის ურთიერთობა მუზეუმთან.

მოსწავლეები გაეცნენ ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ზ.ფალიაშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს, გაიგეს თუ რა მნიშვნელობა აქვს მის გენიალურ შემოქმებებას ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ისტორიაში. მოსწავლეები დიდი ინტერესით და ყურადრებით გაეცნენ მიწოდებულ ინფორმაციას, დაათვალიერეს ექსპონატები. განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად მუსიკალური საკრავების კოლექციას. ეს ღონისძიება არა მარტო დაეხმარებათ საგნობრივი თემის შესწავლაში, არამედ გააფართოებს მათ თვალსაწიერს, ცოდნას საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის ისტორიის შესახებ.

შეხვედრა გაალამაზა გუნდის წევრის, მ.ახრახაძის და მ.მელაძის მიერ შეასრულებულმა საეკლესიო გალობამ, რომელმაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ღონისძიება ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად დარჩება მოსწავლეებს.

იტვირთება…