კონფლიქტების მართვა
სასკოლო პროექტის „კონფლიქტების მართვა" ფარგლებში , სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა, ანასტასია ჩაკვეტაძემ და მარიამ ადეიშვილმა, მე-2 ა, ბ კლასებში დამრიგებლებთან ერთად , (ნ.ჟორჟოლიანი, მ.მაღლაკელიძე) განხორციელეს საინტერესო და სახალისო აქტივობა „მეგობრობის ხე“.
მოსწავლეებმა ხის ფოთლებზე დაწერეს მეგობრობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის გამომხატველი სიტყვები. თითოეული ფოთოლი ჩვენი პატარების სურვილსა და დამოკიდებულებას გამოხატავს.
ჩვენი კლუბის მიზანია, ბავშვებმა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარება, კონფლიქტების გადაჭრა და მეგობრული გარემოს შექმნა, რაც დაეხმარებათ მათ, ჩამოყალიბდნენ მშვიდობიან და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად.
გვჯერა, რომ მეგობრობა იწყება ერთი კეთილი სიტყვით, ერთი ღიმილითა და ერთმანეთის პატივისცემით.
რადგან მეგობრობის ხე მაშინ ხარობს, როცა მას სიკეთით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ვკვებავთ <3