მარანი, ღვინო,მისი დამზადების ტრადიცია და ქიმიზმი
შემეცნებითი ვიზიტი მარანში. 21. 11.2026 ჩვენი გუნდის, ტერა ნუქსის წევრებისთვის, "მათეს მარნის" მონახულება საინტერესო და შთამბეჭდავი საგანმანათლებლო გამოცდილება აღმოჩნდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ მეღვინეობის ტრადიციებს, ყურძნისგან ღვინის მიღების პროცესს, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასა და ამ დარგის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის.მოსწავლეებმა წარადგინეს წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები, რაჭაში არსებულ ყურძნის ჯიშებზე და მისგან ღვინის დამზადების სპეციფიკაზე. ვიზიტმა ხელი შეუწყო თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას, ადგილობრივი ტრადიციებისა და პროფესიული საქმიანობის უკეთ გააზრებას, ასევე გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ვიზიტი უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს (SDGs):მიზანი 4 ,ხარისხიანი განათლება: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილებით სწავლა და ცოდნის რეალურ გარემოში მიღება.
მიზანი 8, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა: მეღვინეობის, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობის, გაცნობა და ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობის გააზრება.
მიზანი 11, მდგრადი ქალაქები და დასახლებები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ადგილობრივი იდენტობის დაფასება და შენარჩუნება.
მიზანი 12 ,მდგრადი მოხმარება და წარმოება: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების პროცესის გაცნობა, რესურსების გონივრული გამოყენებისა და პასუხისმგებლიანი წარმოების მნიშვნელობის გააზრება.
მიზანი 15 ,დედამიწის ეკოსისტემები: ვენახისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირის გააზრება, ნიადაგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება.ასეთი გამოცდილებები მოსწავლეებს ეხმარება, დაინახონ კავშირი განათლებას, კულტურას, ეკონომიკასა და გარემოს დაცვას შორის.