გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #12

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ N 40 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

გონივრული მოხმარება და წარმოება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ქსოვა

2026 წლის 12 ოქრომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში,ჩატარდა კლუბ ტერა ნუქსისა და მარჯვე ხელების ერთობლივი მეცადინეობა.ხელმძღვანელი ია კლდიაშვილი და სოფო გველესიანი. მასწავლებლები მოსწავლეებს ესაუბრნენ უძველესი დროიდან საქართველოში ქსოვის უძველეს ტრადიციებზე.განუმარტეს მათ,რომ ქსოვა თავისებური გამოვლენაა ადამიანის მხატვრული აზროვნებისა ,რომ იგი ანიჭებს მას სიამოვნებას,ესთეტიკურ ტკბობას .ასევე ნერვიული სისტემის დამშვიდებისა და დასვენების ძალიან კარგი საშუალებაა. სხვა თვისებებთან ერთად ავლენს თითოული ჩვენთაგანის ფანტაზიის,ფერის,კომპოზიციის გრძნობას, შემოქმედებით შესაძლებლობებს.

ამავდროულად, ქსოვისას, შეგვიძლია ძაფს მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ, და ნარჩენი და გამოუსადეგარი ნივთი, გამოსადეგად ვაქციოთ, რაც გარემოზე ზრუნვისა და რეციკლირების მაგალითია.

მოსწავლეები გაეცვნენ ქსოვის სახეობებს. ჩხირებით ქსოვის წესებს. შეისწავლეს თვლების აკრეფა.წაღმა თვლების ქსოვა.

იტვირთება…