ვკითხულობთ, ვაზიარებთ, ვვითარდებით
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას.
29 სექტემბერს
მე-6ა კლასში გაიმართა ტრადიციული ლიტერატურული შეხვედრა: „წაკითხული წიგნის განხილვა“. მოსწავლეებმა თანაკლასელებს გაუზიარეს წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებები და ისაუბრეს მათთვის საინტერესო პერსონაჟებზე, ამბებსა და მთავარ სათქმელზე. განხილული იყო: „სათავგადასავლო ამბები“, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები, „დიდი ქართველი მეფეები“ და კლასიკური ზღაპრები. აქტივობის მიზანი იყო კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, წიგნიერების, ზეპირმეტყველებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და თანატოლებისთვის ახალი წიგნების აღმოჩენის მოტივაცია მიეცათ.