გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #3

ᲠᲝᲛᲐᲜ ᲖᲝᲘᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲣᲚᲐᲕᲔᲠᲘᲡ #1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

სიკეთის გაზიარება და თანადგომა

საქველმოქმედო ფესტივალის დასრულების შემდეგ, შულავერის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მიღებული შემოსავლის ნაწილი მიზნობრივად მიმართეს ადამიანების დასახმარებლად. ფესტივალზე შეგროვებული თანხის ნაწილი, 100 ლარი ჩაერიცხა სიმსივნით დაავადებულ ქალს, ნანა გაბაიძეს, ხოლო თანხის მეორე ნაწილი, 400 ლარი და დამატებით შეგროვებული სურსათ-სანოვაგე გადაეცა 20 წლის შშმ პირს, ნიკოლოზ მახათაძეს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, ვერც დადის, საფენებზეა და ყოველდღიურად მხოლოდ ბებია უვლის.

აღნიშნული ინიციატივით მოსწავლეებმა პრაქტიკულად გამოხატეს თანაგრძნობა, მზრუნველობა და სოციალური პასუხისმგებლობა. მათ გააცნობიერეს, რომ ქველმოქმედება მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის, ეს არის ყურადღება, ადამიანური სითბო და სხვისი გასაჭირის გაზიარება.

აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატარა სიკეთესაც შეუძლია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაში.

ეკოკლუბის მთავარი გზავნილი: ბუნებაზე ზრუნვასთან ერთად მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვაც.

აქტივობა 02

საქველმოქმედო ფესტივალი: "სიკეთე გვაერთიანებს"

31 ოქტომბერს რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა საქველმოქმედო ფესტივალი: სიკეთე გვაერთიანებს.

ფესტივალი, რომელმაც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები ერთ მნიშვნელოვან მიზნის, სიკეთის კეთებისა და თანადგომის, გარშემო გააერთიანა.

ფესტივალში ჩვენი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ მარადისის „მწვანე მარადისის“ წარმონადგენლები, შულავერის №2, მარადისის, კუმისის, კასუმლოსა და თბილისის №213 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლები.

ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა მოსწავლეთა საკონცერტო გამოსვლები და სახალისო სპორტული აქტივობები, ჩურჩხელების ამოვლება. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებაში.

ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების სივრცე არ არის, ის მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი გარემოა.

https://www.facebook.com/share/p/1CGv255ZaS/

ყველა ფოტო (10)
იტვირთება…