გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #16

ᲠᲝᲛᲐᲜ ᲖᲝᲘᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲣᲚᲐᲕᲔᲠᲘᲡ #1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

დემოკრატიის დღე

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას.

15 სექტემბერს დემოკრატიის მსოფლიო დღე აღონიშნება და ამასთან დაკავშირებით, კლუბის წევრმა, ინა ხვედელიძემ მოამზადა და თანატოლებს გაუზიარა პრეზენტაცია თემაზე: დემოკრატიის პრინციპები. ესაუბრა თანასწორობის, ეკონომიკური თავისუფლების, პოლიტიკური ტოლერანტობის, გამჭვირვალობის, არჩევნებში მონაწილეობის, მრავალპარტიულობისა და ა. შ. მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ცალკ-ცალკე ესაუბრა თითოეულ პრინციპზე, თუ რამდენად აქტუალურია თითოეული. გაიმართა კითხვა-პასუხი და ისაუბრეს სკოლაში ჩატარებული თვირთმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისა და სამართლიანობის შესახებ. მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს დემოკრატიული პრინვიპების არსებობის მნიშვნელობაზე.

ყველა ფოტო (7)
იტვირთება…