გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #15

ᲠᲝᲛᲐᲜ ᲖᲝᲘᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲣᲚᲐᲕᲔᲠᲘᲡ #1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

დედამიწის ეკოსისტემები — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საინფორმაციო შეხვედრით

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას. ეკოკლუბის წევრებმა 5 ოქტომბერს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. მათ თანატოლებს ესაუბრნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებასა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე გარემოს წინაშე.

შეხვედრის მონაწილეებს სთხოვეს, საკუთარი დამოკიდებულება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ნახატებითა და პოსტერებით გამოეხატათ.

მეორე დღეს ექვსმა მოსწავლემ საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა თანატოკების წინაშე, ნაწილმა კი სიტყვიერად გაუზიარა მოსაზრებები და დამოკიდებულებები.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობა და იმის გააზრება, რომ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

ყველა ფოტო (7)
აქტივობა 02

ცხოველთა დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას.

4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბის ერთ-ერთმა წევრმა, აილინ მამედოვამ, თანატოლებს წარუდგინა თემატური პრეზენტაცია. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ცხოველთა დაცვის მნიშვნელობას, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს, ადამიანის პასუხისმგებლობასა და ცხოველთა მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების აუცილებლობას. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ შინაურ ცხოველებზე, როგორ უვლიან საკუთარი ხელით. რამდენიმემ კი აღნიშნა, რომ ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზეც. პრეზენტაციის მიზანი იყო თანატოლებში ცნობიერების ამაღლება, ცხოველებისადმი თანაგრძნობისა და ზრუნვის კულტურის განვითარება. აქტივობამ მოსწავლეებს დაანახა, რომ ყველა ცოცხალი არსება იმსახურებს დაცვას, ხოლო ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

იტვირთება…