სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას.
7 სექტემბერი სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ეკოკლუბის აქტიურმა წევრმა, ზეჰრა მამედოვამ მოამზაფა და თანატოლებს გაუზიარა პრეზენტაცია: სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის, ესაუბრა, რომ ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სუფთა ჰაერის მნიშვნელობის შესახებ და ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის წახალისებას ჰაერის დაბინძურების აღმოსაფხვრელად.
პრეზენტატორმა ბოლოს გამართა კითხვა- პასუხი, რომელშიც მეტ-ნაკლებად ჩაერთო ყველა. მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებსა და სუფთა ჰაერის მნიშვნელელობაზე.