გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #11

ᲠᲝᲛᲐᲜ ᲖᲝᲘᲫᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲣᲚᲐᲕᲔᲠᲘᲡ #1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

მიგრაცია, გამოწვევა თუ გამოსავალი?

სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას. კლუბის წევრმა, მათე აბაშიძემ მოამზადა და თანატოლებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „მიგრაცია, გამოწვევა თუ გამოსავალი?“. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ახალგაზრდების გადინებაზე, დაცარიელებულ სოფლებზე, ადამიანებისა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. გაიმართა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა პირობებში შეიძლება იქცეს მიგრაცია ადამიანისთვის შესაძლებლობად და არა იძულებით გადაწყვეტილებად. მოსწავლეებმა იმსჯელეს მიგრაციის გამომწვევი მიზეზების შემცირების გზებზე, მათ შორის განათლების ხელმისაწვდომობის, დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მნიშვნელობაზე. აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

იტვირთება…