ვიცავთ ჰიგიენის წესებს
ეკოკლუბ EKOteens-ის ინიციატივით 19 ნოემბერს გაიმართა თემატური აქტივობა და პრეზენტაციები სახელწოდებით „ვიცავ ჰიგიენის წესებს“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრები, სკოლის ექთნის სასარგებლო რეკომენდაციები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სკოლის ექთანმა მათ პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ პრაქტიკული რჩევები გაუზიარა. ეკოკლუბის მიზანია, მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდანვე გაიაზრონ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჰიგიენური ნორმების დაცვა სუფთა, უსაფრთხო გარემოსთან პირდაპირ კავშირშია და ყოველდღიური მცირე ჩვევებით იწყება. მადლობას ვუხდით სკოლის ექთანს აქტიური ჩართულობისა და ყურადღებისთვის.
კავშირი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG):
მიზანი 3 — ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა: მოსწავლეებში პირადი ჰიგიენის კულტურის დამკვიდრება, პრევენციული ჯანდაცვისა და ჯანსაღი ყოველდღიური ჩვევების ხელშეწყობა.
მიზანი 4 — ხარისხიანი განათლება: ინტერაქტიული პრეზენტაციებისა და სპეციალისტთან შეხვედრის გზით პრაქტიკული, ცხოვრებისეული უნარების განვითარება.
მიზანი 6 — სუფთა წყალი და სანიტარია: ჰიგიენური ნორმების დაცვისა და სანიტარიული კულტურის მნიშვნელობის გააზრება სასკოლო და ყოველდღიურ გარემოში.
მიზანი 17 — პარტნიორობა მიზნების მისაღწევად: ეკოკლუბის, მოსწავლეებისა და სკოლის სამედიცინო პერსონალის თანამშრომლობა სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის.