გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #17

ᲡᲡᲘᲞ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲘᲓᲘᲡᲗᲐᲕᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 5 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ერათდ ერთი მიზნისკენ!

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სამაგალითო ნაბიჯი გადადგა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ეკოკლუბის წევრებმა ადგილობრივი მერიის შენობიდან მაკულატურა წამოიღეს. აღსანიშნავია, რომ სკოლასა და მერიას შორის ეს თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება — მერიაში პერიოდულად გროვდება ქაღალდის ნარჩენები, რომლებსაც მოსწავლეები რეგულარულად აგროვებენ და შემდგომში ახალ წიგნებში ცვლიან, რითაც სკოლის ბიბლიოთეკას მუდმივად ამდიდრებენ.

ეს ინიციატივა პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მე-12 მიზანთან (მდგრადი მოხმარება და წარმოება), რომელიც გულისხმობს ნარჩენების შემცირებას, გადამუშავებასა და რესურსების გონივრულ გამოყენებას. ქაღალდის შეგროვებითა და გადაცვლით მოსწავლეები ხელს უწყობენ ხეების გადარჩენას, ეკოლოგიური კვალის შემცირებას და წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას პრაქტიკაში. გარდა ამისა, პროექტი აერთიანებს მე-17 მიზანსაც (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად), რადგან საჯარო უწყებისა და სკოლის წარმატებული თანამშრომლობა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული უწყებისა და მოქალაქის ერთობლივი ძალისხმევა უკეთესი, მწვანე და განათლებული მომავლის შესაქმნელად. მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებში აყალიბებს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და აცნობიერებინებს მათ, რომ ზრუნვა გარემოზე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.(02 ოქტომბერი 2026 წელი)

აქტივობა 02

მსოფლიო დასუფთავების დღე — ერთად სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის!

მსოფლიო დასუფთავების დღის (20 სექტემბერი 2026 წელი) აღსანიშნავად, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა და მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს და მდინარე ტანას სანაპირო ზოლი, ასევე მის მიმდებარედ არსებული მოედანი ნარჩენებისგან სრულად დაასუფთავეს. აქტივობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ბუნებისადმი მზრუნველობისა და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო — მოსწავლეებმა პრაქტიკული მაგალითით აჩვენეს, რომ თითოეული შეგროვებული ნარჩენი კიდევ ერთი რეალური ნაბიჯია სუფთა, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ. განსაკუთრებული მადლობა მარი ბენდელიანსა და გორის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის — ეს ჩართულობა უდიდესი წვლილია ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი აქტიურობის განვითარებაში.

აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს: მე-15 მიზანს (დედამიწის ეკოსისტემები), რომელიც წყლის რესურსებისა და ხმელეთის დაბინძურებისგან დაცვას ემსახურება; მე-12 მიზანს (მდგრადი მოხმარება და წარმოება), რომელიც ნარჩენების მართვასა და პასუხისმგებლიან ქცევას უსვამს ხაზს; და მე-17 მიზანს (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად), რომელიც სკოლისა და ადგილობრივი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას აჩვენებს. სუფთა გარემო ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა!

აქტივობა 03

დაცული ბუნება – მდგრადი მომავალი

2026 წლის 26 - 27 სექტემბერს ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა სოფელ ბნავისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ტრენინგებს დაესწრნენ თემაზე — „დაცული ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა“. შეხვედრებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მიმდებარე სოფლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდებმა დეტალურად განიხილეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა, IUCN-ის კატეგორიები და ადგილობრივი ბუნებრივი მემკვიდრეობა, განსაკუთრებული ყურადღება კი ტანის აღკვეთილსა და ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტზე გამახვილდა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი ლერი მეზვრიშვილი შეხვდა, რომელმაც რეინჯერის საქმიანობა გააცნო და პრაქტიკული უნარები — კარვის გაშლა-დაშლა და ტყეში უსაფრთხოების წესები — ასწავლა. გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენელ თიკა თანდიაშვილთან ერთად, მოსწავლეებმა პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის პრაქტიკული სესიებიც გაიარეს.

აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერითა და „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) პროექტის — DALIA Rivers Revived — ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიება პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების ძირითად მიზნებს: მე-15 მიზანს (დედამიწის ეკოსისტემები), რომელიც ბუნებრივი ჰაბიტატებისა და დაცული ტერიტორიების შენარჩუნებას ემსახურება; მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც მოსწავლეებს პრაქტიკულ და გარემოსდაცვით ცოდნას აძლევს; და მე-17 მიზანს (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად), რომელიც თემების, სკოლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას უჭერს მხარს.

აქტივობა 04

პროექტი „ნარჩენებიდან ხელოვნებამდე“ ეკოჯილდოების გამარჯვებულია!

გვინდა გაგიზიაროთ, რომ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის პროექტი — „ნარჩენებიდან ხელოვნებამდე: სკოლა და თემი გარემოს სადარაჯოზე“ — გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ეკოჯილდოების კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს შორის დასახელდა! 2026 წლის 15 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სასკოლო ფორუმზე — „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენიდან რესურსამდე“ — ეკოკლუბის წევრებმა წარმატებით წარადგინეს პრეოქტი; (განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებელსა და პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მიმოზა ღოლიჯაშვილს). პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფეროვანი აქტივობები: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად (AI და მწვანე მომავალი); შესაფუთი ნარჩენებისგან თეატრალური პერსონაჟების შექმნა და ძველი ნივთებისა თუ წიგნების რესტავრაცია (ეკო-თეატრი და დეკუპაჟი); სკოლაში სპეციალური ფერადი ურნებისა და კონტეინერების განთავსება პლასტმასის, ქაღალდის, ბატარეებისა და მცირე ელექტრონიკის შესაგროვებლად (სპეციალური სეპარირება); ასევე, მშობლებისა და სოფელ ხიდისთავში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აქტიური ინტეგრაცია (თემის ჩართულობა). აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს: მე-12 მიზანს (მდგრადი მოხმარება და წარმოება), მე-13 მიზანს (კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა), მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება) და მე-17 მიზანს (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად). ერთად უკეთესი და მწვანე მომავლისთვის!

აქტივობა 05

მოხალისეობა და გარემოზე ზრუნვა – „გორის დღეები 2026“

ქალაქ გორსი გამართულ მასშტაბურ სახალხო დღესასწაულში — „გორის დღეები 2026“ — აქტიური მონაწილეობა მიიღეს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის, სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტამ“. მათ ღონისძიებაში მოხალისე ორგანიზატორების სტატუსით მოიყარეს თავი.

ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ საორგანიზაციო და ტექნიკურ პროცესებში. ისინი ეხმარებოდნენ კოორდინატორებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალის მოგვარებაში და თავიდან ბოლომდე ზრუნავდნენ იმაზე, რომ საზეიმო გარემო მოწესრიგებული და მყუდრო ყოფილიყო.

აღნიშნული აქტივობის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ეკოლოგიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, საზოგადოებრივი სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება და ბუნებაზე ზრუნვა იყო. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეკო-მეგობრული მიდგომა უბრალოდ ყოველდღიური რუტინა არ არის, არამედ თითოეული მოქალაქის შეგნებული არჩევანი და პასუხისმგებლობაა.

მსგავსი ერთობლივი ინიციატივები საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებში მოხალისეობრივი კულტურის, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისა და გარემოსდაცვითი ზრუნვის განსავითარებლად. ეკოკლუბის წევრები საზოგადოებას ყოველდღიური პრაქტიკული მაგალითით აჩვენებენ, რომ ახალგაზრდების თითოეულ ნაბიჯს რეალური ცვლილებების მოტანა ძალუძს.

იტვირთება…