გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #16

ᲡᲡᲘᲞ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲘᲓᲘᲡᲗᲐᲕᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობის კვირეული

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, ტოლერანტობის კვირეულის (13.11.2026-20.112026) ფარგლებში, სასკოლო ეკოკლუბ „EKOteens“-ის ინიციატივით გაიმართა როზა პარკსის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის, სამოქალაქო გამბედაობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გაღვივება, ასევე თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ კრიტიკული აზროვნების განვითარება. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა ძალა აქვს ერთი ადამიანის პრინციპულ ნაბიჯს სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში და როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ტოლერანტული, უსაფრთხო და თანასწორი სასკოლო გარემოს შექმნა. აღნიშნული აქტივობა პირდაპირ ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს — ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას ინკლუზიური და არაძალადობრივი გარემოს შექმნით, უთანასწორობის შემცირებასა და მშვიდობიანი, სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისთვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

#ნიკოკეცხოველისპრემია #EKOteens #ხიდისთავისსაჯაროსკოლა #ტოლერანტობისკვირეული #მდგრადიგანვითარებისმიზნები

იტვირთება…