გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #9

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ N30 ᲡᲐᲯᲐᲠᲘ ᲡᲙᲝᲚᲐ

მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ბათუმის ტექნოპარკში

სსიპ ქალაქ ბათუმის №30 საჯარო სკოლის ეკო კლუბის ლიდერისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლუკა ჯოჯუასა ინიციატივით, ბათუმის ტექნოპარკში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ეკო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, თვითმმართველობის მდივანი ნინი ბარამიძე, ასევე პედაგოგი ზეინაბ ქოქოლაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VIII–XI კლასების მოსწავლეები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ტექნოპარკის საქმიანობას, მის ძირითად მიზნებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. შეხვედრა ინტერაქციულ და პრაქტიკულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეები გაეცნენ ტექნოპარკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, ტექნოლოგიურ რესურსებსა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება გარემოსდაცვითი და სასკოლო პროექტების განსახორციელებლად. სკოლის ეკო კლუბი და მოსწავლეთა თვითმმართველობა მომავალშიც გეგმავს მსგავსი შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. განსაკუთრებული მადლობა ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერს, ქალბატონ ქეთის, თბილი მასპინძლობისთვის, საინტერესო შეხვედრისა და მოსწავლეებისთვის გაზიარებული გამოცდილებისთვის.

ერთად მეტი შესაძლებლობისა და ახალი გამოცდილებისკენ!

პატივისცემით,

ეკო კლუბი "ნორჩი ეკოლოგები"

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა

იტვირთება…