მოხალისეობის კულტურის განვითარება და ცნობიერების ამაღლება სკოლაში
სსიპ ქალაქ ბათუმის №30 საჯარო სკოლის ეკო კლუბის ლიდერმა, ლუკა ჯოჯუამ, სკოლაში მოხალისეობის კულტურის განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინიციატივის ფარგლებში მომზადდა თემატური კედლის გაზეთი და გაიმართა შეხვედრა VII კლასის მოსწავლეებთან, სადაც განხილული იყო მოხალისეობის არსი, მისი მნიშვნელობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ახალგაზრდების როლი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მოხალისეობის მნიშვნელობის გააზრება და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის წახალისება. ინიციატივა გაგრძელდება სხვა კლასებშიც. მომდევნო ეტაპზე კი მოსწავლეთა მონაწილეობით ერთობლივი მოხალისეობრივი პროექტის განხორციელება იგეგმება.
გვჯერა, რომ ცვლილებები იწყება პატარა ნაბიჯებით, ხოლო მოხალისეობა სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ საკუთარ გარემოზე.
პატივისცემით,
სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა
ეკო კლუბი "ნორჩი ეკოლოგები"