გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #17

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ N30 ᲡᲐᲯᲐᲠᲘ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ბათუმის ტექნოპარკში

სსიპ ქალაქ ბათუმის №30 საჯარო სკოლის ეკო კლუბის ლიდერისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლუკა ჯოჯუასა ინიციატივით, ბათუმის ტექნოპარკში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ეკო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, თვითმმართველობის მდივანი ნინი ბარამიძე, ასევე პედაგოგი ზეინაბ ქოქოლაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VIII–XI კლასების მოსწავლეები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ტექნოპარკის საქმიანობას, მის ძირითად მიზნებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. შეხვედრა ინტერაქციულ და პრაქტიკულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეები გაეცნენ ტექნოპარკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, ტექნოლოგიურ რესურსებსა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება გარემოსდაცვითი და სასკოლო პროექტების განსახორციელებლად. სკოლის ეკო კლუბი და მოსწავლეთა თვითმმართველობა მომავალშიც გეგმავს მსგავსი შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. განსაკუთრებული მადლობა ბათუმის ტექნოპარკის მენეჯერს, ქალბატონ ქეთის, თბილი მასპინძლობისთვის, საინტერესო შეხვედრისა და მოსწავლეებისთვის გაზიარებული გამოცდილებისთვის.

ერთად მეტი შესაძლებლობისა და ახალი გამოცდილებისკენ!

პატივისცემით,

ეკო კლუბი "ნორჩი ეკოლოგები"

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა

აქტივობა 02

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სსიპ ქალაქ ბათუმის №30 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა სკოლის ეკო კლუბის ლიდერის, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, ლუკა ჯოჯუასა და მუსიკის პედაგოგის, ირა მამულაიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას, მადლიერების გამოხატვასა და ერთობლივი ღირებულებების გაზიარებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI, VIII და X კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მასწავლებლებს მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრებით მიულოცეს პროფესიული დღე. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სიმღერები, ცეკვები და საინტერესო შემოქმედებითი ნომრები, რამაც დღის განსაკუთრებული და საზეიმო განწყობა შექმნა.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მასწავლებელთა დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციაში, რითაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მათ განათლებასა და განვითარებაზე.

სკოლის ეკო კლუბი და მოსწავლეთა თვითმმართველობა მადლობას უხდის თითოეულ მასწავლებელს თავდადებული შრომისთვის, მოთმინებისა და იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც მათ ჩვენი სკოლისა და გარემოს განვითარებაში შეაქვთ.

გილოცავთ მასწავლებლის დღეს! თქვენი შრომა ქმნის მომავალს.

პატივისცემით,

ეკო კლუბი "ნორჩი ეკოლოგები"

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა

იტვირთება…