გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ N30 ᲡᲐᲯᲐᲠᲘ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

🌳 ერთად გავამწვანოთ ჩვენი გარემო!

სსიპ ქალაქ ბათუმის №30 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნორჩმა ეკოლოგებმა“ სკოლის ეზოს გამწვანების ფარგლებში მორიგი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ინიციატივა განახორციელა.

ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს უფრო მწვანე, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა სასკოლო გარემოს შექმნისკენ.

აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის პრაქტიკაში განხორციელება.

ჩვენ გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს - მნიშვნელოვანია კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც მომავალ თაობებს უკეთეს გარემოს შეუქმნის.

დღეს დარგული თითოეული ხე ჩვენი სკოლის ეზოს მომავალს, სიცოცხლესა და განვითარებას უკავშირდება. 🌱

ვზრუნავთ ბუნებაზე, ვქმნით მწვანე მომავალს!

პატივისცემით,

ეკოკლუბი „ნორჩი ეკოლოგები“ 💚

სსიპ ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა

იტვირთება…