ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2027-ის სამუშაო გეგმა
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ეკოლოგიურმა კლუბმა „ჯანსაღი გარემო“ დაასრულა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026
კლუბმა "ჯანსაღი გარემო" სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაიწყო მომზადება ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მოსაპოვებლად. ამისთვის კლუბის წევრები შეიკრიბნენ. შეკრებას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო გაანთლების და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი მურთაზ მიქანაძე. კლუბის შეკრებაზე ჩამოყალიბდა კლუბის სამუშაო გეგმა. გეგმაში წინა წლებთან შედარებით შეტანილი იქნა მთელი რიგი ცვლილებები, კერძოდ, გაფართოვდება ლაშქრობების ნაირსახეობა, მეტი ყურადღება დაეთმობა ლაშქრობის დაგეგმვას, კიდევ უფრო გაძლიერდება უსაფრთხოება; დაგეგმილია უფრო მაღალი დონის შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ფლორა და ფაუნა ინტერნეიშენალ"; დაგეგმილია გარემოსდაცვითი ღონისძიებები, კერძოდ, მდინარე რიონის და ცხენისწყლის სანაპირო ზოლების დასუფთავება.
კლუბის წევრებმა მოიწონეს სამუშაო გეგმა თავისი აქტივობებით, რომელსაც კლუბის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
შეხვედრაზე კლუბის წევრების მიერ არჩეულ იქნა კლუბის ლიდერი დავით დუნდუა, რომელიც გამოირჩევა კლასში კარგი ავტორიტეტით, სპორტული მონაცემებით და სწავლით.
შეხვედრაზე კლუბის წევრების მიერ დაყენებული იქნა სკოლის უკანა ეზოს კეთილმოწყობის საკითხი, კერძოდ, არსებული ტერიტორიის განაშენიანებას მარადმწვანე მცენარეებით და სხვა ადლობრივი კულტურებით.
კლუბის წევრებმა დაგეგმეს ლაშქრობა ქალაქ ქუთაისიდან გელათში, რომელლიც თავის დროზე გაიარა ნიკო კაცხოველმა.
დაგეგმილია კლუბის სამიაქნობაში ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ფართო მასშტაბის ჩართულობა და ერთობლივი აქტივობები.
კლუბის მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა გაწერილია დროში.
აღნიშნული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების №3 მიზანს „ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა“.