გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲗᲔᲠᲯᲝᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲩᲮᲐᲠᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ელექტრონული ნარჩენების დღე ეკოკლუბ „ევერესტში“

ეკოკლუბმა ელექტრონული ნარჩენების დღე საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრით აღნიშნა! შეხვედრაზე კლუბის აქტიურმა წევრებმა: მარიამ ფანჩულიძემ, ელენე კორტმა და ეკატერინე ფანჩულიძემ თანატოლებსა და დამსწრე საზოგადოებას ვრცელი და შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ელექტრონული მოწყობილობებისა და ტექნიკის ნარჩენების მავნე ზეგავლენას შეეხებოდა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც ელექტრონული ნარჩენების შემცირებასა და სწორ მართვას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძველი ელემენტების, გაფუჭებული სადენებისა და გამოუსადეგარი ტექნიკის სათანადო წესით ჩაბარების მნიშვნელობას. შეხვედრას კლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდა ფიზიკის მასწავლებელი ცირა გიორგაძე, რომელმაც მოსწავლეებს პროფესიული რჩევები გაუზიარა.

გარემოს დაცვა და ელექტრონული ნარჩენების შემცირება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, თითოეული ჩვენი პატარა ნაბიჯი კი ქმნის მწვანე და უსაფრთხო მომავალს!

იტვირთება…