ეკოკლუბის აქტივობა დიაბეტის ცნობიერების ამაღლებისთვის
17 ნოემბერი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია მოამზადეს. პრეზენტაციის ძირითადი თემები მოიცავდა დიაბეტის ტიპებს, მისი განვითარების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის ეფექტურ გზებს, როგორიცაა ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა სკოლის ექიმის, გია სიმონგულაშვილის აქტიურმა მონაწილეობამ, რომელმაც პროფესიული რჩევები გაუზიარა მოსწავლეებს. ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა ინტერაქტიული კითხვა-პასუხი პრეზენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, სადაც მოსწავლეებმა დიდი ჩართულობითა და სიღრმისეული ცოდნით გასცეს პასუხები დასმულ კითხვებს. გარდა ამისა, ეკოკლუბის წევრებმა წამოიწყეს პრაქტიკული კამპანია -სკოლის სხვადასხვა ადგილას გამოიფინა საინფორმაციო სტიკერები და პლაკატები ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.