გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაიმერეთიმიზანი #16

ᲡᲡᲘᲞ ᲗᲔᲠᲯᲝᲚᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲩᲮᲐᲠᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები — 1 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

„ტოლერანტობის ხე“ -ეკოკლუბ „ევერესტის“ აქტივობა მე-5 კლასელებთან

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ეკოკლუბ „ევერესტის“ წევრებმა,მარიამ ფანჩულიძემ და ელენე კორტმა, მე-5 კლასელებთან შეხვედრა გამართეს და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. მომხსენებლებმა პატარებს მარტივად და გასაგებად აუხსნეს, თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა, რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ პატივისცემა და განსხვავებული შეხედულებების, ჩვევებისა თუ ინტერესების მიღება ყოველდღიურ ურთიერთობებში. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეგობრული და კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ჯგუფური აქტივობა-„ტოლერანტობის ხე“. დიდ ფორმატზე გამოსახული ხის ტანსა და ტოტებზე მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდის ფოთლები მიამაგრეს, რომლებზეც ტოლერანტობის გამომხატველი სიტყვები და მოკლე გზავნილები დაწერეს. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ერთობლივად წაიკითხეს შექმნილი ჩანაწერები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ურთიერთგაგების მნიშვნელობას.

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…